ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ სწორი გზით ვითარდება ქვეყანა – კახა კახიშვილი

ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ სწორი გზით ვითარდება ქვეყანა – კახა კახიშვილი
ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც მიუკერძოებლად, აპოლიტიკურად აფასებს ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის წინსვლას, – განაცხადა სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა.
„ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ სწორი გზით ვითარდება ქვეყანა და ამ სწორ განვითარებას აფასებენ დამოუკიდებელი ექსპერტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები კეთდებოდეს, ჩვენ ვხედავთ, რამდენად აცდენილი პოლიტიკური შეფასებები საექსპერტოს. პოლიტიკოსები სამწუხაროდ, ისეთ განცხადებებს აკეთებენ შეფასების კუთხით, რომლებიც ფაქტობრივად აცდენილია ციფრებს და კარგია, რომ დამოუკიდებელმა არბიტრებმა ციფრებში აჩვენეს საქართველოს სწორი განვითარების მიმართულება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 3 ადგილით გაიუმჯობესა და შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.

ასევე დაგაინტერესებთ