“ეს არის “დიპ სტეიტის” აგენტების ბედი” – კობახიძე ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობაზე

“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძისთვის 7-თვიანი პატიმრობის შეფარდებას „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო.
კობახიძის განცხადებით, ამ მდგომარეობამდე ოპოზიციონერი “დიპ სტეიტმა” მიიყვანა.
“რაც შეეხება ჯაფარიძეს, როდესაც ადამიანი სჩადის კანონდარღვევას, სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივი ამაზე რეაგირება იქნება. აქ თეა წულუკიანზე კი არ არის საუბარი, აქ საუბარია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეზე, როდესაც საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვთ კითხვები, ყველა არის ვალდებული პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას, არ აპირებენ – წავლენ ციხეში. ამ მდგომარეობამდე ეს ადამიანები მიიყვანა “დიპ სტეიტმა”, მათ არ აინტერესებს საკუთარი აგენტების ბედი, არ აინტერესებთ ციხეში იქნება აგენტი, ციხის გარეთ იქნება, რა ბედი ეწევა პოლიტიკურად არაფერი არ აინტერესებთ. როცა ხარ “დიპ სტეტის” აგენტი უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ გაიძულებენ კანონის დარღვევას, კონსტიტუციის დარღვევას, შეიძლება მოხვდე ამის გამო ციხეში ეს არის “დიპ სტეიტის” აგენტების ბედი”, – განაცხადა მ, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში.
„ქართული ოცნება“, რომელიც ბოლო წლებში „გლობალური ომის პარტიის“ (ამ კონცეფციას მოგვიანებით „დიპ სტეიტი“ უწოდეს) შესახებ ავითარებს შეთქმულების თეორიას და მასზე დაყრდნობით ოპერირებს. “ქართული ოცნება” საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების ზოგ წარმომადგენელს „გლობალური ომის პარტიის“ (“დიპ სტეიტის”) აგენტებად მოიხსენიებს, – ისევე როგორც ევროპარლამენტსა და ყველა იმ პოლიტიკოსსა თუ სახელმწიფოს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მმართველობის მზარდ ავტოკრატიულ სტილსა და საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილებას აკრიტიკებენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმეორებენ, რომ ბრიუსელიდან საქართველოს ხელისუფლებას უპირისპირდება „დიპ სტეიტი“, რომელსაც ქვეყნის ომში ჩათრევა სურს. „დიპ სტეიტის“ არსებობა და განზრახვები ფაქტებით დადასტურებული არ არის. ამის მიუხედავად, მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვევია და საუბრობენ ევროკავშირის ლიდერების მიდგომებში “ორმაგ სტანდარტზე”, რითაც ხაზს უსვამენ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ევროკავშირის “უსამართლო დამოკიდებულებას”.
ოპოზიციური კოალიცია “ცვლილებისთვის” წარმომადგენელს, ზურაბ ჯაფარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო. სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 23 ივნისს გამოცხადდა.
· დამატებით, ზურაბ ჯაფარიძეს აუკრძალეს მომდევნო ორი წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება.
პოლიტიკოსი 22 მაისს დააკავეს, 7-თვიანი ვადა კი 2025 წლის 22 დეკემბერს ამოიწურება, როცა საქართველოში უკვე ჩატარებული იქნება თვითმმართველობის .
არც განაჩენის გამოცხადებას და არც წინა სხდომას არ ესწრებოდა ბრალდებული ზურაბ ჯაფარიძე. ჯვებე ნაჭყებიამ გადაწყვეტილება 150-კაციან დარბაზში გამოაცხადა, თუმცა განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ პროკურორი, ადვოკატი და მედია ესწრებოდა.
ზურაბ ჯაფარიძე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით 22 მაისს დააპატიმრეს სასამართლო სხდომათა დარბაზში. პოლიტიკოსმა შეფარდებული გირაო 20 000 ლარი, რომელიც ჯაფარიძემ არ გადაიხადა, პატიმრობით შეცვალა – ამით დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა სრულად.
იმ დღეს სასამართლოს ეზოსა და შენობაში მოქალაქეებს გამკაცრებული წესებით უშვებდნენ – ბევრი მათგანი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ჯებირებს მიღმა დატოვა. სასამართლოს ფოიეში არ შეუშვეს მედიის ვიდეოკამერები, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა. სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, ეს საგამონაკლისო წესი მოქმედებდა იმ დღეს, ვინაიდან სასამართლო სხდომების მიმდინარეობას ეშლებოდა ხელი.
ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. კომისიის თავმჯდომარეა ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი .
„ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. “კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობისთვის დააპატიმრეს ოთხი პოლიტიკოსი: ზურაბ ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, და .
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება