“ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს” – ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

“იუთუბარხზე” გადაცემა “ლაი-ლაის” სტუმარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახლდათ.
კობიაშვილი ს “დინამოს” მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუსაც გამოეხმაურა, სადაც ქართველმა სპეციალისტმა ჩემპიონატის დაბალ დონეს გაუსვა ხაზი.
რა თქვა ჭიაბრიშვილმა?
“ჩემი შეფასება არ ვიცი ვის როგორ მოსწონს, მაგრამ ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატია, გვაქვს დაბალი დონის ხარისხი და თამაშები, ამას პირადად ჩემს გუნდზე ვიტყვი. ქვეყნის ჩემპიონატი ასე არ ვითარდება, ერთ დონეზეც კი ვერაფრით ვერ ვჩერდებით, იმიტომ, რომ ყოველი წელი უარესია… ეს ვისაც ეხება სახელმწიფომ, ფედერაციამ, კლუბებმა, ყველამ ერთად უნდა მოილაპარაკონ რაღაც, რომ ამ დონეს ეშველოს. ჩემპიონატის დონე საგრძნობლად დაბალია წინა წელთან შედარებით”, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა ეროვნული ლიგის მე-20 ტურში საგარეჯოს “გარეჯთან” (1:0) გამარჯვების შემდეგ.
კობიაშვილის თქმით, მისთვის ჭიაბრიშვილის ეს განცხადება გაუგებარია.
“მინდა ამ თემასაც შევეხო, ერთი მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი საუბრობდა… სიმართლე გითხრათ, რაღაც ვიდეო ვნახე და მართლა გაუგებარია, რასაც აკეთებს. მგონია, რომ თვითონაც ვერ ჩამოყალიბდა, ადამიანი საერთოდ მწვრთნელია, თუ ექსპერტია. ისეთ რაღაცებს საუბრობს, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ მგონია, რომ სისულელეა, რასაც საუბრობს. თურმე ფედერაცია, სახელმწიფო უნდა დაჯდეს და ჩვენი ჩემპიონატის დონე აამაღლოს და გვეუბნება, რომ ჩემპიონატის დონე არის ძალიან დაბალი. კი ბატონო, ვიცით, რომ არის ძალიან დაბალი, დიდი ხანია, რაც ამას ვხედავთ და ამას ვიძახი დიდი ხანია, რომ დონე ძალიან დაბალია, მაგრამ ჩემპიონატის დონე ვინ უნდა აამაღლოს? ანუ ფედერაციამ უნდა იზრუნოს? ადამიანი, რომელიც ირჩევს ფეხბურთელებს, შენ მოგყავს, კონტრაქტს შენ უფორმებ, შენ ამზადებ, შენ მიგყავს შეკრებაზე, შენ ავარჯიშებ, შენ ათამაშებ, ტაქტიკას შენ განაგებ და ვინ უნდა აწიოს ჩემპიონატის დონე? ანუ მე უნდა ავწიო მისი გუნდის მომზადების ხარისხი?
სამწუხაროა ის, რომ ამ მესიჯს კარგად ყიდი, ვიღაც ამას იჯერებს. პრობლემა იცით, რაშია? ამას საუბრობს ადამიანი, რომლისგანაც პირიქით მოლოდინი გაქვს, რომ თავის მუშაობით გუნდს ხელს დაატყობს, ან მანამდე სადაც მუშაობდა, რომ ჩემპიონატის ხარისხი აწიოს. ეს ადამიანი ბათუმის “დინამომდე” ბევრ სხვა გუნდში იყო და მათ შორის ევროტურნირებიც აქვს ნათამაშები და აღარ ვიტყვი ვინ გამოაგდო და რა ეტაპები აქვს გავლილი და როგორ აქვს.
· Roma Ტიპი რა ნაგლია ჩემი.
ფრე წყალტუბოში: “გარეჯის” თავურები
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; “გაგრას” გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი “თელავის” ფრე ქუთაისში
“დინამო თბილისი”: სამი გოლი, სამი ქულა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა – ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
“შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა” – ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
“დინამოს” სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა… მასში ამ პრობლემებზეა საუბარი…” – კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი “დინამო არენაზე”
“ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია” – გიორგი ჭიაბრიშვილი “გარეჯთან” გამარჯვების შემდეგ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის “დინამო” გამორჩეული პროექტია
ოფიციალურად: ბათუმის “დინამოს” ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
“სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა” – გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება – თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის “დინამოს” მწვრთნელი ხდება
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა – ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
გადაწყვეტილება შეიცვალა – ბათუმის “დინამოს”, სავარაუდოდ, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს
კაკა: – ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა… აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები…