ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირების საკითხზე რამდენიმე ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებას გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამოეხმაურა და ცინიზმი უწოდა.
„დღეს ვნახე ევროპარლამენტარების განცხადება – ეს უკვე ცინიზმია. ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) ბორდში სხედან და ბორდის ხელმძღვანელები არიან. ვიცით, რომ ეს ორგანიზაცია პირდაპირ აფინანსებდა „სირცხვილიას“. „მოლოტოვის კოქტეილების“კამპანიას რომ აფინანსებენ, მერე ამას მალავენ, შემდეგ გამოდიან ცინიკურად და განცხადებებს აკეთებენ, რომ ეს ევროპის ღირებულებებს არ შეესაბამება, ბოდიში მომითხოვია და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?!“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტარებმა, დევიდ მაკალისტერმა, სვენ მიქსერმა და მარინა კალიურანდმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირების საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ასევე დაგაინტერესებთ