ეს ადამიანები როდესაც ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, სწორედ მისი სახელით ცდილობენ თვითაქტუალიზაციას – ეს სხვა არაფერია, თუ არა პოპულიზმი – ანრი ოხანაშვილი

ეს ადამიანები როდესაც ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, სწორედ მისი სახელით ცდილობენ თვითაქტუალიზაციას – ეს სხვა არაფერია, თუ არა პოპულიზმი, რომ ურეიტინგო პოლიტიკური ფიგურის შექმნისა და შენარჩუნების მცდელობა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, გიორგი გახარიას შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
“ეს ადამიანი გვევლინებოდა მოჩვენებითად, რომ თითქოს ის წარმოადგენდა კანონის უზენაესობის დამცველს, თუმცა მან კანონდამრღვევის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და, პრაქტიკულად, გაცხადებულ ალიანსშია “ნაცმოძრაობასთან”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს საჯარო დებატებს სთავაზობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში