ესტონეთმა სომხეთში საელჩო გახსნა, ელჩი ერევანში თბილისიდან გადაიყვანა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაგნუს ცაჰკნა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და ესტონეთის ყოფილი ელჩი საქართველოში და მოქმედი ელჩი სომხეთში, მარგე მარდისლაუ-კაჰარისომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროესტონეთმა სომხეთში საელჩო გახსნა, ხოლო ელჩი ერევანში თბილისიდან გადაიყვანა. ერევანში ესტონეთის საელჩო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ გახსნა.
ცაჰკნამ შეხვედრები გამართა სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან.
“დღეს ერევანში შევხვდი პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანს. ჩვენ განვიხილეთ პროგრესი სამშვიდობო პროცესში და ასევე ერევანში დაგეგმილი  პირველი ევროკავშირი-სომხეთის სამიტი და ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) შეხვედრა. რეგიონში მშვიდობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც სომხეთისთვის, ისე ევროპისთვის” – დაწერა ცაჰკნამ სოციალურ ქსელში.
მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაღრმავებული პარტნიორობის ხელშეკრულებასაც მოაწერეს ხელი.
ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თებერვალში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და სომხეთში ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისლაუ-კაჰარი, რომელიც აქამდე თბილისში ცხოვრობდა, სომხეთში გადავა და საქართველოში საქმიანობა შეუწყდება.
უწყების თქმით, 11 თებერვალს ქართულ ოცნებას აცნობეს, რომ ელჩი თავის საქმიანობას თბილისში 10 მარტს დაასრულებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საქართველოში ესტონეთის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.
დიდი ხნის განმავლობაში ხელს უწყობდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუმცა საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული პრინციპებიდან სისტემური დაშორებისა და, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული პირობების შესრულებაში არსებული ხარვეზების გამო, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა აღარ წარმოადგენს ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს. ამასთან,  აგრძელებს მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის განვითარებისთვის.
ესტონეთი ასევე ადასტურებს, რომ თანმიმდევრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საქართველოში ერთი ესტონელი ექსპერტი მუშაობს” – აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში