ესტონეთმა რუსი პროფესორი ჯაშუშობისთვის გაასამართლა

ს სასამართლოს გადაწყვეტილებით, 18 ივნისს, ტარტუს უნივერსიტეტის ყოფილ თანამშრომელს 6 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ს მოქალაქე, პოლიტიკის თეორიის ყოფილი პროფესორი, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის დანაშაულში ამხილეს.
ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ავრცელებს. მედიის ცნობით, ვიაჩესლავ მოროზოვი იანვარში დააკავეს და დაადანაშაულეს ესტონეთის შიდა, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე მასთან დაკავშირებული ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, რომ მოროზოვი რუსეთს გადასცემდა ინფორმაციას ქვეყნის პოლიტიკური ვითარების, მოკავშირეებთან ტალინის ურთიერთობის, ინტეგრაციისა და სოციალური კუთხით შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მაუწყებელს იანვარში უთხრა, რომ მოროზოვმა ეს მასალა რუსეთის სპეცსამსახურებს გაუზიარა.