ესტონეთმა ოცნების 14 პირს, მათ შორის ს სანქციები დაუწესა

ს საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ცნობით, ესტონეთმა ოცნების კიდევ 14 წევრს, მათ შორის ს, სანქციები დაუწესა.
“ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წარმომადგენელი დაასანქცირა, მათ შორის ირაკლი . საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის დანაშაული და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ”, – წერს ცაჰკნა X-ზე.
ამ ეტაპზე, დასანქცირებული პირების ვინაობა უცნობია.
2 დეკემბერს, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურსა და სხვა მაღალჩინოსნებს სავიზო სანქციები დაუწესეს.
მაშინდელი გადაწყვეტილების მიხედვით, ლიეტუვაში, ლიტვასა და ესტონეთში შესვლა ეკრძალებათ:
· ბიძინა ივანიშვილს
· ვახტანგ გომელაურს
· შალვა ბედოიძეს
· იოსებ ჭელიძეს
· ალექსანდრე დარახველიძეს
· გიორგი ბუთხუზს
· ზვიად ხარაზიშვილს
· მილერი ლაგაზაურს
· მირზა კეზევაძეს
· ვაჟა სირაძეს
· თეიმურაზ კუპატაძეს