ესტონეთი მხარს უჭერს გაფართოების პროცესებს, ასევე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას – მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, მხარს უჭერს გაფართოების პროცესებს, ასევე საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ გაფართოების შესაძლებლობის ისტორიულ ფანჯარა გამოყენებული იქნება და მას არავინ დაბლოკავს.
“ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის, უკრაინისთვის, ასევე ყველა სხვა ქვეყნისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ევროპის უსაფრთხოებაში. მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ამ კვირის ბოლოს შეგვეძლება ვთქვათ, რომ გამოვიყენებთ გაფართოების შესაძლებლობის ისტორიულ ფანჯარას და არ იქნება ქვეყანა, რომელიც დაბლოკავს მას. ბუნებრივია, ესტონეთი მხარს უჭერს გაფართოების პროცესებს. ასევე საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე რთული საბჭო იქნება, რაც ამ ისტორიის განმავლობაში დადგება”, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო, რომელიც ტრადიციულ ევროპულ ცივილიზაციას მიაკუთვნებს თავს და ქრისტიანულ-განმანათლებლურ ტრადიციას ეფუძნება, ვფიქრობ, სიჯანსაღის კუნძულად შეიძლება გამოჩნდეს დღევანდელი ცრუ-ლიბერალიზმით ძლიერ დაზიანებული დასავლეთისთვის

რაც მივიღეთ ევროპულ კულტურაში და მსოფლმხედველობაში საუკუნეების და მრავალი ისტორიული პერიპეტიების მერე, შეიძლება დახასიათდეს როგორც ონტოლოგიის კრიზისი, ანუ ჭეშმარიტების ტრადიციული გაგების გაცვეთა-გაუქმება