“ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ამის ნაწილი არ ვიქნებით” – ბოიკოტი ეუთოს სამიტს

რატომ უნდა გავფრინდე სკოპიეში „ევროპის უსაფრთხოების განხილვაზე“ იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს ფრენის უფლება დემოკრატიულ ქვეყნებში, თუ ის არ მიდის ჰააგაში.? – წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეუთოს სამიტთან დაკავშირებით, რომელსაც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან სამიტს ლავროვი დაესწრება.
ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივ განცხადებასაც ავრცელებენ:
“ვწუხვართ იმ გადაწყვეტილების მიღების გამო, რომელიც საშუალებას მისცემს ს საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვს პირადად მიიღოს მონაწილეობა სკოპიეში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სესიაზე. ეს რუსეთს მხოლოდ პროპაგანდის კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს. ს დასწრება ეუთოს მინისტრთა საბჭოზე ასევე ქმნის აგრესორი ს, როგორც თავისუფალი ერების საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის ლეგიტიმაციის, რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების მასშტაბის შემცირების და რუსეთის მიერ ეუთო-ს ფუნდამენტურ პრინციპებისა და ვალდებულებების უხეშ დარღვევასთან და უპატივცემულობასთან შეგუების რისკს. ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მინისტრები, ამის ნაწილი არ ვიქნებით და არ გავიზიარებთ პასუხისმგებლობას ამის შედეგებზე”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სამიტს ბოიკოტს უცხადებს ც. სამაგიეროდ სკოპიეში ჩავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ლავროვთან ერთად დაესწრება მას.
ეუთოს სამიტი 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩრდილოეთ მაკედონიაში, სკოპიეში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – საფრანგეთის, ბრიტანეთისა და უკრაინის სამხედროებმა დეტალურად იმუშავეს ძალების განლაგებაზე – უკვე გვაქვს საჭირო დეტალები, გვესმის რომელი ქვეყანა რისთვის არის მზად

ანტონიო კოშტა – მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ სავალდებულო გარანტიების სისტემაში – უკრაინა ყველაზე ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს, ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტამდე, მის დროს და შემდეგ – დავეხმარებით მიწაზე ევროკავშირის სამოქალაქო და სამხედრო მისიებით