ესტონეთი აძევებს რუსეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატს

ესტონეთი ქვეყანას ატოვებინებს ს საელჩოს თანამშრომელს, რომელსაც დიპლომატის სტატუსი აქვს, ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს, იტყობინება სამშაბათს გამოცემა Delfi.
ს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს რუსეთის საელჩოს რწმუნებული, რომელსაც შესაბამისი დიპლომატიური ნოტა გადასცეს. რწმუნებულს მიუთითეს, რომ ტალინი არ აპირებს მოითმინოს რუსეთის მოქმედებები, „რომლებიც მიმართულია ესტონეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ“. უწყება ასევე გამოვიდა მოწოდებით, „შეწყდეს ჰიბრიდული ოპერაციები, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურები უწევენ კოორდინაციას ესტონეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების წინააღმდეგ“.
სააგენტო ტასს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, რომ მოსკოვი პასუხს გასცემს ტალინის გადაწყვეტილებას, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს რუსეთის დიპლომატი.
მანამდე, ასევე 19 მარტს, რუსეთის დიპლომატის გაძევების შესახებ გამოაცხადა მოლდოვამ. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს რუსეთის ელჩი, რომელსაც უთხრეს, რომ დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. ამის შესახებ RBC იტყობინება. ის გააძევეს თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის, „მიუხედავად მოლდოვის ხელისუფლების“ პოზიციისა.
2022 წლის თებერვალში ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ასობით დიპლომატი გააძევეს, რასაც რუსეთი სარკისებურად სცემდა პასუხს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ბასილაია – ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს სხვადასხვა ეპიზოდთან ერთად ედავებიან 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლას, გუშინ კი ვიხილეთ მელიქიშვილზე, როგორ სასტიკად არბევდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დემონსტრანტებს – არავინ დაუკავებიათ

გია ვოლსკი – საქართველოში მისიის არჩევნებზე გამოგზავნა იმ ხალხისთვის ცუდი შედეგით დამთავრდა, ვინც ქვეყნის არევასა და დესტაბილიზაციაზე ფიქრობს – გავიხსენოთ ეუთო/ოდირზე პოლიტიკური, მორალური და ფსიქოლოგიური შეტევა