აცხადებს, რომ რუსული საბრძოლო თვითმფრინავი მის საჰაერო სივრცეში შეიჭრა

რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ს საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსული “სუ-25” ფინეთის ყურეში იუმინდას ნახევარკუნძულთან შეიჭრა ესტონეთის საჰაერო სივრცეში, სადაც ერთ წუთზე ნაკლები გაატარა.
ისინი აღნიშნავენ, რომ ფრენის გეგმა არ იყო შედგენილი, თვითმფრინავის გადამცემი მოწყობილობა გათიშული იყო და პილოტს ესტონეთის საჰაერო მოძრაობის კონტროლთან ორმხრივი კომუნიკაცია არ ჰქონდა.
პორტუგალიის საჰაერო ძალების F-16 თვითმფრინავებმა, რომლებიც ესტონეთში ნატოს მისიის ფარგლებში იმყოფებიან, დაზვერვითი ფრენა ჩაატარეს.
ინციდენტის შემდეგ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა და დიპლომატიური ნოტა გადასცა.
“ეს ძალიან სერიოზული და სამწუხარო ინციდენტია, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია,” – აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.
ს მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ესტონეთის წლის ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნის – Exercise Hedgehog-ის – პარალელურად მოხდა, რომელშიც ესტონეთიდან და მოკავშირე ქვეყნებიდან 16,000 სამხედრო იღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: სინამდვილეში ნიკოლეიშვილიც და გიორგობიანიც პირადად მე მოვხსენი კორუფციის გამო, ჩვენი მმართველობის საწყის ეტაპზე და გიორგობიანი ციხეს გერმანიაში დაემალა, საიდანაც ის ივანიშვილმა დააბრუნა

ზურაბ ჯაფარიძე – მოულოდნელი და ექსტრაორდინარული არაფერი ხდება, ცხადი იყო, რომელ გზას ადგნენ – ქუჩა ერთადერთი ბრძოლის ხაზია, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის რეჟიმს: ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება