საქართველოში ესტონეთის საელჩო საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მადლობას უხდის.
საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ქართველი ფეხბურთელების თავდადება სხვა ქვეყნებისთვის მაგალითია.
„მთელი გულით ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული მომენტის შექმნას! მათი შესანიშნავი თამაში და თავდადება მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მადლობა ბიჭებს!“, – ნათქვამია მილოცვის ტექსტში.