ესტონეთის საგარეო უწყება იმ ქართველი დეპუტატების, მოსამართლეების, პროკურორებისა და პოლიციელების სიას ასაჯაროებს, რომელთაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს იმ მოქალაქეების სიას ასაჯაროებს, რომელთაც ესტონეთში შესვლა აეკრძალათ.
უფრო კონკრეტულად, უწყების ცნობით, ესტონეთში შესვლა აეკრძალათ საქართველოს პარლამენტის წევრებს: ლაშა ტალახაძეს, ს, ვიქტორ სანიკიძეს, გელა სამხარაულს და პარლამენტის ყოფილ წევრ ს. ასევე, მედიაპლატფორმა და პოლიტიკურ მოძრაობა „ალტ-ინფო“ -სთან დაკავშირებულ პირებს: კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.
გარდა ამისა, ესტონეთში შესვლის აკრძალვა ეხებათ შემდეგ მოსამართლეებს, პროკურორებსა და პოლიციის თანამშრომლებს: ირაკლი ხუსკივაძეს, თამარ მჭედლიშვილს, ლელა მარიდაშვილს, ლევან ყოლბაიას, დავით მგელიაშვილს, ნანა შამათავას, თეონა ეპიტაშვილს, არსენ კალატოზიშვილს, ლელა კალიჩენკოს, დავით კურტანიძეს, ირმა ტოგონიძეს, გულიკო ყაჟაშვილს, ქეთევან ჯაჭვაძეს, ნინო თარაშვილს, გიორგი გელაშვილს, ნათია გუდაძეს, ნატო ხუჯაძეს, ზვიად შარაძეს, ირაკლი დგებუაძესა და ეკა ბარბაქაძეს; პროკურორებს: ვაჟა თოდუას, შმაგი გობეჯიშვილს, ზვიად გუბელაძეს, ანა მეტრეველს, გიორგი მუკბანიანს, როინ ხინთიბიძეს, თამარ იაკობიძეს, ვლადიმერ თურმანიძეს, ნუგზარ ჭიტაძეს, თორნიკე გოგეშვილს, პაატა ცეცხლაძეს, ზაზა მეტონიძეს, ნინო სახელაშვილს, მალხაზ ოქროპირაშვილსა და ვერა დოლიძეს; პოლიციის თანამშრომლებს გიორგი ჩარექაშვილს, თორნიკე მენაბდეს, სულხან კიკნაძეს, რევაზ წურწუმიას, ზვიად მარგველანს, ზურაბ ჭარიბაშვილს, დავით მარუაშვილის ოთარ გელაშვილს, ნოდარი ზენაიშვილსა და ბერდია ფერაძეს; აჭარის რეგიონის პოლიციის უფროსს გრიგოლ ბესელიას და დავით ათაბეგაშვილს; ს პოლიციის უფროსს გოჩა ვანაძეს.
„ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებსა და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს“, – აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთში შესვლა, საერთო ჯამში, საქართველოს 83 მოქალაქეს აქვს აკრძალული.

ipn.ge