ესტონეთის საგარეო უწყება – ყველა ჟურნალისტის გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, ვინც ბათუმსა და თბილისში უსამართლოდ დააკავეს

ესტონეთი, როგორც “მედიის თავისუფლების თანათავმჯდომარე”, ყველა ჟურნალისტის გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, ვინც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში. ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაპატიმრებები, მიუღებელია.
, როგორც “მედიის თავისუფლების თანათავმჯდომარე”, ყველა ჟურნალისტის გათვისუფლების მოწოდებით გამოდის, ვინც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში”, – ნათქვამია განცხადებაში.