ს საგარეო უწყება – გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ – მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თავდასხმები შეწყვიტოს

გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ, – ამის შესახებ განცხადებას ს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ბათუმში გუშინ ღამით, საქართველოს ოპოზიციის ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თავდასხმები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს. ესტონეთი შემდგომი ნაბიჯების შესახებ საკითხს ევროკავშირის დონეზე დააყენებს“, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს

არჩილ გორდულაძე – კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, მათ შორის ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ – მათი და „ნაცების“ საერთო ბიზნესების და პიარდაზღვევების დალაგებაზე