ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინას საჰაერო თავდაცვის ის სისტემები უნდა გადავცეთ, რომლებსაც ჩვენ არ ვიყენებთ

ს საჰაერო თავდაცვის ის სისტემები უნდა გადავცეთ, რომლებსაც ჩვენ არ ვიყენებთ, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
„ჩვენ საჰაერო თავდაცვის ბევრი სისტემა გვაქვს, მაგალითად, Patriot-ის სისტემა, რომლებსაც ჩვენ არ ვიყენებთ, მაგრამ უკრაინა მასიური თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ამიტომ, ხალხის, სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად ეს სისტემები, რომლებსაც ჩვენ არ ვიყენებთ, უკრაინას უნდა გადავცეთ“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ უკრაინისთვის საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება სწრაფად არ მოხდება, მაშინ შეიძლება ბრძოლის ველზე ვითარება გაუარესდეს. ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 5-7 Patriot-ის სისტემა ესაჭიროება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ხაბეიშვილზე: რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება უსიამოვნოა – არ ვამართლებ რაც ვნახე, მაგრამ პოლიციელებიც ადამიანები არიან, ვაჟკაც ბიჭებს დედის სისხლს რომ აგინებენ, როგორი მოსათმენია?