ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები – ტერორისტული სახელმწიფო კვლავ თავდასხმას ახორციელებს, საკმარისია ყოყმანი – ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსული გაზისა და ნავთობის ყიდვა და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე

ტერორისტული სახელმწიფო კვლავ თავდასხმას ახორციელებს, საკმარისია ყოყმანი. პასუხი უნდა იყოს დაუყოვნებელი და დაუნდობელი, – ასე ეხმაურება ს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ დრონებით და რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას.
„მაშინ, როცა მსოფლიო გაერო-ს მაღალი დონის კვირეულზე იკრიბება დიპლომატიისა და გაეროს წესდების პრინციპების დასაცავად, რუსეთი სისასტიკით პასუხობს, უკრაინის წინააღმდეგ დრონებისა და რაკეტების 12-საათიანი დაბომბვით. საკმარისია ყოყმანი. პასუხი უნდა იყოს დაუყოვნებელი და დაუნდობელი: სანქციების ესკალაცია, ტარიფების დაწესება, კავშირების გაწყვეტა. იზოლაცია სრული უნდა იყოს“, – წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.
ზე თავდასხმას ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისიც და აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი მართალი იყო: ლავროვის გამოსვლების მოსმენა უსარგებლოა.
„მისი პირიდან არაფერი კარგი და ჭეშმარიტი არ გამოდის. გუშინ ლავროვმა კიდევ ერთი სიტყვა წარმოთქვა, ამჯერად – გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე და მოიტყუა, რომ რუსეთი ერთგულია გაერო-ს ქარტიისა და მისი პრინციპების, ასევე მშვიდობის მიმართ. ამავდროულად, რუსეთი უკრაინას რაკეტებითა და დრონებით დაესხა თავს, რითაც თავისი ნამდვილი – ტერორისტული – სახე აჩვენა“, – წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
კესტუტის ბუდრისი მიიჩნევს, რომ ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსული გაზისა და ნავთობის ყიდვა, გააძლიეროს ყოვლისმომცველი ზეწოლა რუსეთზე და უკრაინა ძლიერი საჰაერო თავდაცვითი სისტემით უზრუნველყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ვარშავის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – მმართველი პარტია საქართველოს იზოლაციაში მოქცევას მოსკოვის წაქეზებით ცდილობს – რაც თქვენგან გვჭირდება, არის ყურადღება, ყურადღება და ყურადღება

გიორგი ბაჩიაშვილი – არ ვარ დამნაშავე, მთელი ცხოვრება ქვეყანას ვემსახურე – შურისძიებაა ჩემი მშობლების წინააღმდეგ გამოძიებაც, მამაჩემი ქირურგია და ადამიანებს ეხმარებოდა, დედაჩემი კი ცნობილი ოჯახის ექიმია, ეს არის უნამუსობა, ჩირქის მოცხება