ესპანეთში ქართველმა ბავშვებმა საქართველოს კულტურა, ტრადიციები, დამწერლობა, რელიგია და ფოლკლორი წარადგინეს

8 მარტის სახელობის ინსტიტუტში ესპანეთში დაბადებულმა ქართველმა ბავშვებმა საქართველოს კულტურა, ტრადიციები, დამწერლობა, რელიგია და ფოლკლორი წარადგინეს. ინფორმაციას ალიკანტეს ქართული სახლი ავრცელებს.
„ძალიან ლამაზი და საინტერესო საღამო გამოგვივიდა 8 მარტის სახელობის ინსტიტუტში, სადაც ესპანეთში დაბადებულმა ქართველმა ბავშვებმა საქართველოს კულტურა, ტრადიციები, დამწერლობა, რელიგია და ფოლკლორი წარმოაჩინეს.
ისინი სიამაყით საუბრობდნენ თავისი ქვეყნის ტრადიციებსა და კულტურაზე.
ემოციური სანახაობა იყო ის ფაქტი, რომ ამ შორეულ ქვეყანაში დაბადებულ ბავშვებს საქართველო გულით დააქვთ და გაბრწყინებული თვალებით საუბრობდნენ მასზე.
დიდი მოწონება დაიმსახურა ქართული დამწერლობის ვორქშოფმა — ბავშვები მონდომებით წერდნენ ქართულ ასოებით საკუთარ სახელებს მათთვის უცხო ენაზე.
სტუდენტებმა დიდი სურვილი გამოხატეს საქართველოს მონახულებაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)