ესპანეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ესპანეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 58 წლის ბექა კვანტაშვილი წარმოშობით ქალაქ ახმეტიდან იყო და ევროპაში საცხოვრებლად ბოლო რამდენიმე წელია გადავიდა.
ახლობლების ინფორმაციით, ის მძიმე სენს ებრძოდა.
მეგობრის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან ადგილობრივები.
„კიდევ ერთმა კარგმა კაცმა დაგვტოვა. ბექა კვანტაშვილი ესპანეთში ცხოვრობდა ბოლო წლები, იქაც თავისი პატარა საქართველო ჰქონდა. ვუსამძიმრებ ოჯახს“. – წერს ზაქარია მამაგულაშვილი.
ემიგრანტის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე ოჯახი ესპანეთში საქართველოს საელჩოს მიმართავს.
ბექა კვანტაშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით უსუფაშვილი – ქვეყანა არის სტაბილურად მძიმე ვითარებაში, როგორც ავადმყოფზე იტყვიან: „რეანიმაციულ განყოფილებაშია“ – ხალხს ექნება ჩიხიდან გამოსავალი, „ქართულ ოცნებას“ გამოსავალი არ აქვს

ირაკლი კაკაბაძე: ხაინდრავა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის სიბინძურის, მორალური დეგრადაციის, მაკიაველიზმის და უზნეობის სიმბოლოდ იქცა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ახლად ახერხებს იმას, რომ მომავალ თაობას შუა თითი გამოუყოს და უსირცხვილოდ დედა შეაგინოს