ესპანეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სამუშაო საათების კვირაში 40 საათიდან 37.5 საათამდე შემცირებას ითვალისწინებს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
დოკუმენტი ახლა საბოლოო განხილვისთვის პარლამენტს გადაეგზავნება.
თუ კანონს მიიღებენ, ცვლილებები 12.5 მილიონ მუშაკს შეეხება, მათი ხელფასები კი იგივე დარჩება. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს გააუმჯობესებს ბალანსს სამუშაო და პირად ცხოვრებას შორის.
