ესპანეთი უკრაინას გადასცემს სისტემა Patriot-ის რაკეტებს, გამშვებ დანადგარს – არა- “ელ პაისი”

ესპანეთი უკრაინისათვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა ” Patriot“-ის რაკეტების გადაცემას გეგმავს, – ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ესპანურ გამოცემა „ელ პაისზე” დაყრდნობით წერს.
ცნობაში მითითებულია, რომ ესპანეთმა გამორიცხა უკრაინისათვის საზენიტო სისტემა „პატრიოტის“ დანადგარის გადაცემა და უკრაინის არმია მხოლოდ ამ სისტემისთვის მცირე რაოდენობის რაკეტებს მიაწვდის.
ეს იქნება მცირე პარტია, რადგან ესპანეთის სამხედრო რეზერვში დაახლოებით 50 ასეთი სისტემაა, ხოლო ანტისაჰაერო სისტემის რაკეტები ძალიან ძვირია, – აღნიშნავს გაზეთი.
მანამდე საბერძნეთმა თქვა უარი უკრაინისათვის თავის შეიარაღებაში არსებული სისტემა Patriot-ისა და S-300–ის გადაცემაზე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა, განაცხადა, რომ ეს სისტემები “კრიტიკულად მნიშვნელოვანია ” თავად ათენისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა გააძლიერა საჰაერო თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტებზე, უკრაინის ხელისუფლება მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, უზრუნველყონ უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემით, როგორიცაა სისტემა Patriot-ი.
19 აპრილს, -ნატოს საბჭოს თავდაცვის მინისტრების სამიტზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის სულ მცირე შვიდი “პეტრიოტის” ან მსგავსი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება. მანამდე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ცის სრული დაფარვისთვის უკრაინას სჭირდება “პეტრიოტის” 25 სისტემა. თითოეული სისტემა 6-8 ბატარეისგან შედგება.
მინისტერიალის წინ ცნობილი გახდა, რომ ბერლინი უკრაინას კიდევ ერთ სისტემა „პეტრიოტს“ გადასცემს.
ეს იქნება უკრაინისთვის გერმანიის მიერ გადაცემული უკვე მესამე სარაკეტო სისტემა „პეტრიოტი“, რომლის ერთი რაკეტა დაახლოებით 3 მილიონი დოლარი ღირს.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ

ვენეციის კომისია – ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ – უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლებელია დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად