ესპანეთი ამიერიდან სცნობს კოსოვოს მიერ გაცემულ პასპორტს, თუმცა კოსოვოს არ აღიარებს დამოუკიდებელ, სერბიისგან განცალკევებულ სახელმწიფოდ – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა 8 იანვარს.
მადრიდმა კოსოვოს პასპორტი აღიარა მას შემდეგ, რაც 1 იანვარს ამოქმედდა სავიზო ლიბერალიზაციის რეჟიმი, რომელსაც დიდხანს ელოდნენ და რომელიც კოსოვოს მოქალაქეებს უფლებას აძლევს შენგენის ზონაში ვიზის გარეშე იმოგზაურონ.
ახალი წესებით, კოსოვოელებს შენგენის ზონაში ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ, ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.
ამ დრომდე ესპანეთი იყო ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც უარს აცხადებდა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზეც და კოსოვოს პასპორტის მფლობელებსაც უარს ეუბნებოდა ქვეყანაში შეშვებაზე.