,,ესპანეთთან მოგების შემთხვევაში 1-ელ ივლისს 14:00 სთ-დან 90 წუთის განმავლობაში საწვავს 2 ლარად გავყიდით” – Socar-ის დაპირება

Socar-ი პირობას დებს, რომ თუ 30 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები Euro 2024-ის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს მოუგებს, მეორე დღეს – 1 ივლისს 14:00 საათიდან 90 წუთის განმავლობაში გასამართ სადგურებზე ყველა ტიპის საწვავი 2 ლარად გაიყიდება. დაპირება კომპანიამ Facebook-ის გვერდზე გაასაჯაროვა და იმ დაპირებების სერიას შეუერთდა, რომელიც პორტუგალიასთან თამაშამდე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები დებდნენ.
,,თუ პორტუგალიას მოვუგებთ, მე….“ ასე ჩავუთქვით ყველამ ერთად დაპირებები და ცოტას თუ გვჯეროდა, რომ მართლაც მოვიგებდით.
2-0 საოცარი გამარჯვება!
და სოკარის გუნდი სიხარულით ვეხმარებით გულშემატკივრებს დაპირებების შესრულებაში.
პორტუგალიასთან 2 გოლით შთაგონებულებმა, ამჯერად ჩვენც გვინდა დავდოთ პირობა:
საქართველო რომ ესპანეთს მოუგებს, იმ ორშაბათს, დღის 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში, ყველა ტიპის საწვავს 2 ლარად გავყიდით.
ეს 2-იანი იმ 2 გოლის აღსანიშნავად არასდროს რომ არ დაგვავიწყდება”, – ნათქვამია Socar-ის განცხადებაში.