ესმა კუნჭულია: აჭარაში ქართული სარესტორნო ბიზნესი გასაჭირშია!! რუსების რესტორნები “გუგუნებენ”, ქართველთა რესტორნები სულს ღაფავს…

ჟურნალისტი, ესმა კუნჭულია:
აჭარაში, სადაც ახლა გაგანია ტურისტული სეზონია – ქართული სარესტორნო ბიზნესი გასაჭირშია!!
როგორც ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რუსების რესტორნები “გუგუნებენ”, ქართველთა რესტორნები სულს ღაფავს…
მიმტანები ქუჩა-ქუჩა ეძებენ სამუშაოს…
ამასობაში იქ დასახლებული რუსები მიდიან ქართველებთან და ეუბნებიან – “თუ გინდათ სტუმარი მოგიყვანოთ, მოგვეცით წილი”:((((
პოლიტიკურმა ვითარებამ ტურისტულ ბაზარზე საქმე ასე “დაალაგა”: გაჩნდა პარალელური ეკონომიკა, რუსული ეკონომიკა, რომელმაც გააძევა ბაზრიდან ადგილობრივი ბიზნესი!!!
თითქმის, ყველა სფეროში!!
ჰოდა, ბოლო ორი წელია ამიტომაც ვწერდი ხშირად: რად გვინდა ამდენი დეპარტამენტი, დეემო, ასოციაცია, ფორუმი, კონფერენცია და ა.შ. ბიუჯეტიდან დაფინანდებული ღონისძიებები და რეკლამები, თუკი მხოლოდ რუსულ ბიზნესს ვაპარპაშებთ?((
ამაზე ჩატარებულა ერთი კონფერენცია ან დიკუსია მაინც?
არა! ჰოდა, შედეგი სახეზეა!
აქვე: საქართველო ეროვნული სახელმწიფოა და დღევანდელ ნაციათა მსოფლიოში ეროვნული პოლიტიკის გატარებას სხვა ცოდნები სჭირდება და არა ბიუჯეტის ხაფვა და ველური კონკურენცია!!
ეროვნული პოლიტიკა და იდენტობა, ეროვნული კულტურული მეხსიერება ჩემი სადოქტოროს საგანია და ამიტომ უფრო ზუსტად ვხედავ ვითარებას!!!! ქართველი ერი საფრთხეშია!!!
აქვე: ფული ქაღალდია, არ იჭმევა!!!!
როგორც უფალი, სამშობლოც,
ერთია ქვეყანაზედა… რაფიელ ერისთავი