ესეც ნაცების მეორე პრეზიდენტი, რომელსაც პოლიტიკური ავიტამინოზი აშკარად დაეტყო – დავით ქართველიშვილი გიორგი მარგველაშვილზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ს მოწოდებებს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აცხადებს, რომ მოწოდებები ძალადობისკენაა მიმართული. ქართველიშვილი წერს, რომ „ელიტარული პროსტიტუციის” ფენომენს საქართველოს პოლიტიკურ ველზე, ბოლო 10 წელია აკვირდება და მარგველაშვილი ამ პოლიტიკურ საროსკიპოში კოლეგებს მოძღვრავს.
„ესეც ნაცების მეორე პრეზიდენტი, რომელსაც პოლიტიკური ავიტამინოზი აშკარად დაეტყო. შარშანწინ, ში ბანერის დასაჭერად 10 ათასი დოლარი მოითხოვა. საინტერესოა, წელს ტარიფს აუწევენ, თუ პირიქით?
„ელიტარულ პროსტიტუციაზე” კი მსმენია, მაგრამ ამ ფენომენს პოლიტიკურ ველზე საქართველოში უკვე ბოლო 10 წელია ვაკვირდები. სუტენიორებზე მეტად დამოკიდებულები ნუ იქნებითო – პროფესიული გამოცდილების კვარცხლბეკიდან მოძღვრავს ის თავისი პოლიტიკური საროსკიპოს კოლეგებს. სუტენიორებმაო ხელის მოქნევაც იციანო და თანხების მოტეხვაცო. რასაც „მამაშები” გვიბრძანებენ, ყველაფერს არ უნდა ავყვეთო! ბავშვობაშიო, ფილმი „სპარტაკი” მაქვსო ნანახიო – არა, მოსკოვის არაო, მგონი რომის „სპარტაკი” იყო. მანდ მონები აუჯანყდნენ თავის პატრონებსო, მიმართეს პროტესტის რადიკალიზაციასო და გაიმარჯვეს! მართალია, როსკიპების ჯანყზე ფილმი არ მინახავსო, მაგრამ შარშან ამსტერდამში მათ სერიოზული ტალღა ააგორესო! ამ ტალღას ბერლინელი „პროსტიტუტკების” აქციებიც მოჰყვა. შემოსავლების გამჭვირვალობა მოუნდომეს იქაც, ჩვენსავით. ჩაშილაფლავდნენ! გამოუვიდათ მათ – გამოგვივა ჩვენცო!” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ცალკე დასაგმობია ის ზეწოლა, რომელსაც კონკრეტული პირები ქალების მიმართ იჩენდნენ. ამ აქციების ორგანიზატორები არიან ნინო ლომჯარია, ბაია პატარაია, ელენე ხოშტარია და კიდევ ბევრი ე.წ. „ქალი პოლიტიკოსი“

რუსული ტანკები საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა და კარგად გვახსოვს, როცა გორში თვითმფრინავმა გადაიფრინა, როგორ მიატოვა სტუმარი – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორ ფორთხავდა მტვერში

რაც არ უნდა იძახონ “მშვიდობიანმა” მომიტინგეებმა ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა აქციაზეო -ტყუილია. ბოლო აქციაზე გამოჩნდა მათი და მათი ორგანიზატორების მიზნები – დაპირისპირება ქართველ ხალხთან, ქალაქის პარალიზება, აგრესია და დესტუქცია