ესენი ხომ თავის თავზე არ არიან დამოკიდებულები. ეტყვიან შედი-შევლენ, ეტყვიან გაიყავით-გაიყოფიან, ეტყვიან ეჩხუბეთ ერთმანეთს- იჩხუბებენ, ეტყვიან შენ უნდა მოგიხდეს ეს ფერი-შენ ეს. ამას ხომ ყურმოჭრილად აკეთებენ

ესენი ხომ თავის თავზე არ არიან დამოკიდებულები. ეტყვიან შედი-შევლენ, ეტყვიან გაიყავით-გაიყოფიან, ეტყვიან ეჩხუბეთ ერთმანეთს- იჩხუბებენ, ეტყვიან შენ უნდა მოგიხდეს ეს ფერი-შენ ეს. ამას ხომ ყურმოჭრილად აკეთებენ
„ამათი შესვლა არ შესვლა, ეს იქნებოდა საპარლამენტო თუ ახლა ადგილობრივ არჩევნებში, უბრალოდ კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდეს თავი. რეალურად, ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ წლებია და განსაკუთრებით, ბოლო ორი წელია“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, თავის თავზე არ არიან დამოკიდებულები.
„ეტყვიან შედი, შევლენ. ეტყვიან გაიყავით, გაიყოფიან. ეტყვიან ეჩხუბეთ ერთმანეთს, იჩხუბებენ. ეტყვიან შენ უნდა მოგიხდეს ეს ფერი, შენ ეს. ამას ხომ ყურმოჭრილად აკეთებენ.
რეალურად, ეს ხომ იყო ტესტი მთელი იმ აჟიოტაჟის, იმ სრულიად ცრუ ნარატივის. ხომ გაცამტვერდა ყველაფერი ის, რაც 2024-ში მათი დაკვეთით[მიმდინარეობდა] და თვითონაც მონაწილეობდნენ. 300 ათასი ხმა გაყალბდა. ყველას კარგად გვახსოვს ეს სასაცილო [ბრალდება]. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ 300 ათასს თავი დავანებოთ, 100 ხმის გაყალბების მტკიცებულება მოგვიტანეთ. გვახსოვს პროკურატურაში როგორ წარიმართა [პროცესი]. რამდენი დაიკითხა.
აქ ყველაზე მთავარი ერთია, ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით როგორც საპარლამენტო ს წინ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ყოველთვის მივმართავდი მათ გარე პატრონებს, იმ მთავარ აქტორებს, მთავარი სცენარის ავტორებს, დესტრუქციის და ექსტრემიზმის, დააკვირდით, თქვენ არ გიდევთ სწორ პულსზე ხელი ქვეყანაში. თქვენ გგონიათ, რომ ათას კაციანი „ბაბლი“ არის საქართველო და საზოგადოება გაგცემთ პასუხს. ასე, რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ერთი, რა დაკვეთა აქვს ჩვენს საზოგადოებას. ჩვენს საზოგადოებას რა დაკვეთა აქვს, ეს უკვე მეათედ გამოჩნდა“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც კი ძალადობრივი სცენარი მარცხით სრულდება, პარტიული ხელმძღვანელობა დისტანცირდება უშუალო მონაწილეებისგან, ხოლო მათთან ლოიალური მედია ქმნის ალიბს, რათა შეინარჩუნონ ლიდერების ნაწილი მაინც და თავიდან აიცილონ მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა