ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა „კარიკატურისტების თვალით დანახული ძველი თბილისი“ გაიმართა

28 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, არასამთავრობო ორგანიზაციამ “ART&SOCIETY“, თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, გამართა საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა „კარიკატურისტების თვალით დანახული ძველი თბილისი”. პროექტი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით განხორციელდა.
„პროექტის განხორციელების იდეა ძველი ტრადიციის აღდგენისა და თანამედროვე კარიკატურისტების თბილისით დაინტერესების მიზნით გაჩნდა, რასაც ხელი შეუწყო ქართველი და უცხოელი მხატვრების მეგობრობამ.
პროექტი საქართველოს დედაქალაქის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ითვალისწინებდა. თბილისი ყოველთვის იყო კულტურათა გადაკვეთის ადგილი, განსხვავებული იდენტობის ადამიანთა თავშესაფარი, სადაც ქართველი და უცხოელი შემოქმედები თავიანთ ნამუშევრებს ქმნიდნენ. ამ პროექტის ფარგლებშიც თბილისის თემაზე ნამუშევრები ქართველმა და უცხოელმა არტისტებმა შექმნეს“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.