„ეროვნულ ბანკს დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან მიმდინარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
„ქართული ქარტია“ წარმოადგინა გეგმა, სადაც სხვადასხვა მიმართულებით გასატარებელ რეფორმებზეა საუბარი. მათ შორისაა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხი.
„ეროვნულ ბანკს დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით; გამოვრიცხავთ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას; გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთშორისო ვალდებულებებს“, – წერია პრეზიდენტის მიერ შემოთვაზებულ „ქართული ქარტიაში“.