ეროვნულ ბანკმა 169 ოქროს ზოდი გაყიდა

ეროვნულ ბანკს ამ დროისთვის 169 ოქროს ზოდი აქვს გაყიდული. აქედან 168 ცალი – 20 გრამიანი, ხოლო 1 ცალი 1 კილოგრამიანი ზოდია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს სერტიფიკატებისა და ოქროს ზოდების გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყო.
რაც შეეხება გასაყიდ ფასებს, 2023 წლის 8 დეკემბრის მონაცემებით, 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის გამოსყიდვის ფასი 3,386.86 ლარია, ხოლო გაყიდვის ფასი 3,666.19 ლარი
8 დეკემბრის მონაცემებით, 1 კილოგრამიანი (1000 გრამი) ნომინალის ოქროს ზოდის გამოსყიდვის ფასი 169,343.23 ლარია, ხოლო გაყიდვის ფასი 183,309.68 ლარი.
მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდები დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერაა დამზადებული.