ეროვნულ არქივში დაცული XIX, XX და XXI საუკუნეებში გადაღებული ქართული ისტორიული ძეგლების ამსახველი 150-ზე მეტი ფოტოდოკუმენტი ონლაინსივრცეში გახდა ხელმისაწვდომი

ეროვნულ არქივში დაცული XIX, XX და XXI საუკუნეებში გადაღებული ქართული ისტორიული ძეგლების ამსახველი 150-ზე მეტი ფოტოდოკუმენტი ონლაინსივრცეში გახდა ხელმისაწვდომი
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული XIX, XX და XXI საუკუნეებში გადაღებული ქართული ისტორიული ძეგლების ამსახველი 150-ზე მეტი ფოტოდოკუმენტი ონლაინსივრცეში გახდა ხელმისაწვდომი.
ეკლესია-მონასტრების, ციხე-ქალაქებისა და სხვა ისტორიული ნაგებობების ფოტოები მნიშვნელოვანი ვიზუალური წყაროა სხვადასხვა ისტორიული ძეგლის შესასწავლად. ფოტოებს შორისაა ალავერდის, გელათის, ბაგრატის, ლიხნის, ბიჭვინთის, გრემის, კუმურდოს, სამთვისის, იტრიის, უბისა, კვირიკესა და ივლიტას, მოწამეთას, ნიკორწმინდას, ბარაკონის, საფარას ეკლესია-მონასტრები, ასევე აწყურის, ანაგის, სამწევრისის, ორბელის, ხერთვისის ციხეები, ბესლეთის ხიდი და სხვა ისტორიული ძეგლები.
კოლექციაში შეტანილია თანამედროვე პერიოდის ფოტოებიც, რომლებიც პროექტ „ეროვნული არქივის ექსპედიციების“ ფარგლებშია გადაღებული. პროექტი ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირებასა და არქივში შენახვას“, – ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა