ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. 30 ივნისს, გერმანიაში, კიოლნის რაინ ენერგის სტადიონზე ესპანეთთან გამართული მერვედფინალური მატჩი მეტოქის გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.
ანგარიში მე-18 წუთზე ესპანელი ფეხბურთელის, რობინ ლე ნორმანდის ავტოგოლით გაიხსნა. 39-ე წუთზე როდრის გოლით ანგარიში გათანაბრდა. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.
მეორე ტაიმში 75-ე წუთზე ნიკო უილიამსისა და 83-ე წუთზე დანი ოლმოს მიერ საქართველოს კარში გატანილი გოლებით, სხვაობა 3-მდე გაიზარდა.
ესპანეთი ევროპის ჩემპიონატზე შემდეგ, მეოთხედფინალურ მატჩში გერმანიას დაუპირისპირდება. თამაში 5 ივლისსაა დაგეგმილი.
დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება ერთა ლიგაში გამარჯვებით შეძლო. ტურნირის მერვედფინალში თამაში საქართველოსთვის ისტორიული შედეგია.