ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ფონდ „არველაძეების“ მხარდაჭერით ზუგდიდში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა Arveladze Foundation – ფონდი არველაძე-ის მხარდაჭერით, ზუგდიდში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას, ძმებ არველაძეებთან ერთად, ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც დაესწრო.
„ეროვნული ბიბლიოთეკა უკვე წლებია საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში სკვერის ბიბლიოთეკებს აწყობს, ამარაგებს უახლესი ლიტერატურით და ამით რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს წიგნის კითხვის მოტივაციას და თანამედროვე ლიტერატურის გაცნობის საშუალებას აძლევს.
პროექტი მომავალშიც გაგრძელდება“,- ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება