ეროვნულმა არქივმა „საქართველოს ისტორიის“ მრავალტომეულის გამოცემაზე მუშაობა დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა, სარგის კაკაბაძის ოჯახთან ერთად, ცნობილი მეცნიერის მიერ შედგენილი „საქართველოს ისტორიის“ მრავალტომეულის გამოცემაზე მუშაობა დაიწყო.
დღემდე გამოუქვეყნებელი ნაშრომზე სარგის კაკაბაძე ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა. მისი შრომების ხელნაწერი ისტორიკოსის პირად არქივში, ოჯახში ინახება.
ნაშრომი მოიცავს ისტორიას საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ადამიანების დასახლებიდან XX საუკუნის 20-იანი წლების ჩათვლით.
სარგის კაკაბაძის „საქართველოს ისტორიის“ პირველი ტომი 2024 წელს გამოიცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება