ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები საქართველოში დაბრუნდნენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ჩარტერული რეისით საქართველოში ჩამოიყვანა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები. მათ აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.

საქართველოს ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს 30 ივნისიდან, მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხების (1:4) შემდეგ გამოეთიშა. თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა, რადგან პირველად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფნალშიც გავიდა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.
მერვედფინალამდე F ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ოთხი ქულით დაასრულა. პირველ მატჩში თურქეთთან დამარცხდა ანგარიშით 1:3. მეორე შეხვედრა ჩეხეთთან ფრედ, 1:1 დაასრულა. მესამე მატჩში კი ანგარიშით 2:0 სძლია ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, პორტუგალიის ნაკრებს.

ასევე დაგაინტერესებთ