[ეროვნული ლიგა 2] “რუსთავი” ელიტაში დაბრუნდა!

“რუსთავმა” ეროვნული ლიგა 2-ის XXXIV ტურში 3:0 დაამარცხა თბილისის “დინამო 2” და ვადაზე ადრე გაინაღდა ქართული საკლუბო ფეხბურთის ელიტაში დასაბრუნებელი საგზური.
გუნდის მთავარ მწვრთნელად გია ცეცაძის მისვლის შემდეგ, “რუსთავი” უფრო სტაბილური და საერთო მიზნისთვის ერთ მუშტად შეკრული გუნდი გახდა, რაც წარმატების მთავარი საწინდარი გახდა.
“რუსთავი” ეროვნულ ლიგაში ბოლო 2019 წელს თამაშობდა. ქვემოქართლელებმა პლეი-აუტში ორივე თამაში წააგეს “თელავთან” (0:1, 1:2) და რანგით მეორე ლიგაში აღმოჩნდნენ.
წლევანდელი დაბრუნება წინ უძღვის ქალაქში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განახლებას, რაც მომავალი წარმატებების საფუძველი უნდა გახდეს. ახლა მთავარია გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერება.
“სპაერი”, რომელიც ასევე ფავორიტი იყო და დიდხანს ლიდერობდა კიდეც, მეორე ადგილზე დარჩება და პლეი-ოფში შეხვდება ეროვნულ ლიგაში მე-9 ადგილზე გასულ გუნდს.
მესამე ადგილისთვის კი, რომლის მფლობელი ეროვნულ ლიგაში მე-8 ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება, ერთბაშად რამდენიმე გუნდი (“მეშახტე”, “სამტრედია”, “მერანი”…) იბრძვის. საინტერესოა, რომ შანსი აქვს “სიონსაც” კი, რომელიც ამ მომენტში პლეი-აუტის ზონაშია.
ეროვნული ლიგა 2 უკვე დატოვა თბილისის “დინამო 2-მა”.
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ს “დინამოს” ქულაც ჰყოფნის, “თელავი” განწირულია…
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა “რუსთავმა” “დელტასთან” ბოლო წამზე წააგო
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ – შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
პლეიოფები: “გაგრა” და “თელავი” ისევ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ
“შუქურა” მეოთხე ლიგაში დააქვეითეს – ეროვნული ლიცენზირების შედეგები
“არაგვმა” ახალწვეულები წარადგინა და ახალი სეზონის წინ მიზნები დასახა
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] “რუსთავი” ცალი ფეხით უმაღლესშია!
“რუსთავმა” თსუ-ს იოლად მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონს ერთი მატჩი გაარკვევს
ს “კოლხეთი” ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულია!
ს “კოლხეთი” ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულია!
ეროვნული ლიგა 2. “რუსთავმა” 10:0 მოიგო