[ეროვნული ლიგა] საჩემპიონო დავა და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი

ეროვნულ ლიგაში ბოლო სანაკრებო პაუზაა. ფინიშის ბოლომდე 4 ტურია დარჩენილი და, როგორც იტყვიან, თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს – იმ ოქროსი, რომელიც ახლაც სასწორზე დევს. ბევრი გუნდისთვის ეს 4 მატჩი 4 ფინალია!
თბილისის “იბერია 1999” და “დილა” – კარგა ხანია გამოიკვეთა ეს ორი კანდიდატი საჩემპიონო რბოლაში. სხვათა შორის, თასის ფინალშიც ისინი ხვდებიან ერთმანეთს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ საქმე გვაქვს წლევანდელი ქართული სეზონის მართლაც ორ გამორჩეულ გუნდთან…
დავუბრუნდეთ ჩემპიონატს და ხაზი გავუსვათ ერთ ფაქტს, რომელმაც მთავარი როლი შეიძლება ითამაშოს ტიტულის ამბავში – თუ ბოლო ტურის შემდეგაც გუნდებს ქულები თანაბრად ექნებათ, გამარჯვებული გახდება “იბერია”, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს – უშუალო კონკურენტს წლეულს ოთხივე თამაში მოუგო, თან ერთი – განსაკუთრებით სასტიკად: 6:0 – გორში!
ერთადერთი, რაშიც “დილამ” იბერიელებს აჯობა, საქართველოს სუპერთასის 1/2 ფინალი იყო, რომელიც გორელებმა 3:1 მოიგეს.
ახლა რაც შეეხება დარჩენილი გზის სირთულეს ორივე გუნდისთვის. უახლოეს ტურში “იბერია” გასვლაზე თამაშობს “კოლხეთთან”, რომელსაც ლიგაში პლეი-აუტით დარჩენის შანსი მიეცა მას მერე, რაც თბილისში 3:1 მოუგო “გაგრას”.
თუ ფოთელები ამ სულისკვეთებას შეინარჩუნებენ, მოქმედ ჩემპიონს “ფაზისზე” ძალიან გაუჭირდება. ამ დროს კი “დილა” სტუმრად ითამაშებს ს “დინამოსთან”, რომელსაც ჩემპიონატში უკვე 12 მატჩია არ მოუგია და უკან-უკან მიდის.
ამის შემდეგ “იბერიას” კიდევ ერთი მოტივირებული მეტოქე ელოდება – თბილისის “დინამო”, რომელიც მე-3 ადგილისთვის იბრძვის და კონკურენციაშია ქუთაისის “ტორპედოსთან”. ესეც არ იყოს, თბილისურ დერბიში არ არსებობს ლიდერი და აუტსაიდერი.
იმავე ტურში “დილა” უმასპინძლებს “სამგურალს”, რომელიც, ძალიან მაღალი ალბათობით, აიცილებს პლეი-აუტში მოხვედრის საფრთხეს.
გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ამ ორ ტურში “დილას” ქულათა მაქსიმუმის აღების უკეთესი შანსი აქვს და არ გამოვრიცხავთ, პაუზისშემდგომმა ამ ტურებმა ბევრი რამ გადაწყვიტოს.
ახლა კი ბოლო ტურებში ლიდერების განრიგი უფრო თვალსაჩინოდ და შეგიძლიათ, შანსებზე თავად იმსჯელოთ:
XXXIII ტური
კოლხეთი 1913-იბერია 1999
დინამო (ბთ)-დილა
XXXIV ტური
დილა-სამგურალი
იბერია 1999-დინამო (თბ)
XXXV ტური
გარეჯი-იბერია 1999
კოლხეთი 1913-დილა
XXXVI ტური
დილა-დინამო (თბ)
იბერია 1999-გაგრა
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა… საგოლე პასი
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი…
[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი…
[VIDEO. ეროვნული ლიგა] “პოკერი”, 3 პენალტი, ავტოგოლი… “ტორპედომ” ს “დინამო” გაანადგურა
ახალი ეტაპი “იბერიაში” – გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
დიეგო ლონგო: გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება
GEO TEAM: ლევან კორღალიძე “იბერია 1999”-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის “დინამომ” ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? “კოლხეთმა” თბილისში “გაგრა” დაამარცხა….
[VIDEO] “დილა” “რიგასთან” დამატებით დროსთან ახლოს იყო – 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
GEO TEAM : გეგუჩაძემ “იბერია 1999” დატოვა
[VIDEO] “დილა” ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
იური ტაბატაძე “კადისის” ფეხბურთელი გახდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! “იბერია 1999” პირველ ადგილს ინარჩუნებს…
[ეროვნული ლიგა] XXXII ტურის ანონსი
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! “თელავს” ძალა და კლასი არ ეყო…
ალთუნაშვილი “იბერია 1999-ში” დაბრუნდა
თურქეთის სუპერლიგის კლუბი საქართველოს ნაკრების მეკარის შეძენას გეგმავს