ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ნაწილი ემიჯნება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების გახსნა

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ნაწილი ემიჯნება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების გახსნა
ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ნაწილი ემიჯნება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების გახსნის პროცესი.
თანამშრომელთა ნაწილი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენას, არჩევნებთან დაკავშირებით არსებული დარღვევების გამოძიებასა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვას ითხოვენ.
„მე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რომელიც ვარ საჯარო მოხელე, გულისტკივილით ვუყურებ დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოვითხოვ ხელისუფლებისგან და ყველასგან, ვისაც შესაბამისი ძალაუფლება აქვს:
აღდგეს და დაჩქარდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი;
შეჩერდეს საქართველოს იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან;
გამოიძიოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები და პასუხი გაეცეს არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებს;
მოვითხოვთ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვას და მომიტინგეებზე ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ნაწილის ერთობლივ განცხადებაში.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო თავის საქმეს მაინც გააგრძელებს, რაც არ უნდა მოხდეს, ევროკავშირმა კი მოლაპარაკებები უნდა ახლა გახსნას, უნდა – მოგვიანებით.
“ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი , ამბობს, რომ მზადაა ხვალვე მოაწეროს ხელი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, თუ ევროკავშირი შესაბამის ნებას გამოიჩენს.