ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ცალსახად მიმართულია ლარის გამყარებაზე – ოთარ ნადარაია

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი შემცირდება „თი ბი სი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია, დადებითად აფასებს.
ნადარია აღნიშნავს, რომ სებ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მომხმარებლების დაცვის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯებია და სასურველ შედეგს ბანკებისთვისაც მოიტანს.
ს“ მთავარი ეკონომისტის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება, რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა ლარის გამყარების მიმართულებითაც.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანია სავალდებულო რეზერვების ნორმის შემცირება. სებ-ის არგუმენტები მისაღებია, ვინაიდან გლობალურ დონეზე გაზრდილია განაკვეთები და მისასალმებელია რომ ჩარჩო უფრო მორგებული გახდეს მომხმარებლებზე. ვისაც უცხოურ ვალუტაში აქვს შემოსავალი, მათ ჰქონდეთ უფრო მეტი საშუალება, რომ იმავე ვალუტაში აიღონ სესხი. გადაწყვეტილება ლარის კურსის მიმართებაშიც პოზიტიურია, ვფიქრობ, რომ ლარიზაციის ღონისძიებებთან ერთად საკმაოდ ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, რაც საბოლოოდ კურსის გამყარებას უწყობს ხელს” – განმარტავს ნადარაია.
ეკონომისტი აქცენტს საფინანსო სექტორის მდგრადობაზეც აკეთებს, სესხების მშპ-თან ფარდობასთან დაკავშირებით კი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ეკონომიკური ზრდის და მდგრადი საკრედიტო აქტივობების პარალელურად თანდათან სტაბილურდება.
„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება საქართველოს საფინანსო სისტემის მდგრადობაზე მიუთითებს. შეფასებები ცალსახად დადებითია. მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ სესხების ჭარბი ზრდა ჯერჯერობით არ იკვეთება, რასაც ადგილი ჰქონდა სამომხმარებლო სესხების მიმართულებით. სებ-ის რეაგირების შედეგად დღეს საბანკო სექტორს ეს პრობლემა არ აქვს. სესხებთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ 2023 წლის ოქტომბერში წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.2% შეადგინა, ეს მონაცემი ეკონომიკურ ზრდასთან არის თანხვედრაში“-აცხადებს ნადარაია.
შეგახსენებთ, ქვეყნის ცენტრალურ ბანკში გადაწყვეტილებები გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის საპასუხოდ მიიღეს, რამაც ევროსა და დოლარის ფინანსური რესურსის მოზიდვა გააძვირა.

ასევე დაგაინტერესებთ