“ერი, რომელიც უცხოური გავლენის ქვეშ არ არის, ის არის ბარბაროსი, ჩამორჩენილი ერი!”– გუბაზ სანიკიძე

თვითონ კანონის დასახელება, უცხოური გავლენების შესახებ – ამაში აზრობრივი ნონსესია, ბატონებო, მთელი საქართველოს ისტორია არის უცხოური გავლენების ქვეშ. ჩვენ რა გვინდა, რას ვიცავთ? – ჩვენ ეროვნულ ფასეულობებს, ეროვნულ ღირსებას, ტრადიციებს, ხომ? ქართულ ეკლესიას, ქრისტიანობას, რომელიც გალილეადან მოვიდა, ქართულ ბერ–მონაზვნობას, რომელიც ასურელმა მამებმა მოიტანეს, ვიცავთ ვეფხისტყაოსანს, “ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები”, ვიცავთ დროშას, აი, ამ დროშას, ეს არის ბაგრატიონების დროშა, იცით სიმბოლო რა არის? წმინდა მიწის დროშაა ეს, პალესტინის დროშაა. ბაგრატიონების სრული გვარი იცით როგორია? იესიან დავითიან სოლომონიანი. აღმაშენებლის თვლიდა თავს ბიბლიური დავით წინასწარმეტყველის შთამომავლად – ებრაელად თვლიდა თავს. ჩვენ ვიცავთ ქართულ წეს–ჩვეულებას, ქართულ სუფრას – რომელიც არაბული სიტყვაა. ვიცავთ თამადის ინსტიტუტს, რომელიც ასევე არაბული სიტყვაა. ოჯახს ვიცავთ ჩემო კარგებო, ისე ჯობია ყველამ ჩვენ–ჩვენ ოჯახებს მივხედოთ და დავანებოთ სხვის ოჯახებს თავი, წესი ასეა, ოჯახს ვიცავთ, თურქული სიტყვაა თქვენ წარმოიდგინეთ. ქართველები ყოველთვის აკეთებდნენ აკეთებდნენ აქცენტს – ერი, რომელიც უცხოური გავლენის ქვეშ არ არის, ის არის ბარბაროსი, ჩამორჩენილი ერი! ინდოეთის ოკეანეში არის პატარა კუნძული სანტინელა, პატარა ტომი ცხოვრობს, არაფერი უნდა ქვეყნის ზურგზე, ვერავინ ეკარება. თქვენი იდეოლოგიური მომზადება გულისხმობს საინტინელას, რომ არაფერი გინდათ, ის, რაც ჩამოგითვალეთ, ის ყველაფრი არის შემოსული, ათონელები რომ თარგმნიდნენ, მთაწმინდეელები, ბერძნულიდან, სირიულიდან, უცხოური გავლენის აგენტები ყოფილან. იოანე პეტრიწე ნეოპლატონიზმის აპოლიგეტი აგენტი ყოფილა, კაცო, თქვენი ფსიქოლოგიით და მოწოდებით. მე ვუსმენ თქვენ პროპაგანდისტებს. მცდარია, ხალხო, ეს ყველაფერი თქვენი, მცდარი და არასწორია. ამ დარბაზში ალბათ 5–6 კაცს ქვია ქართული სახელი, დანარჩენს ბერძნული, ან სპარსული, ან ებრაული, ბიბლიური – გავლენის ქვეშა ვართ, ხალხო? რა არის ეს ქართველობა, ხალხო? – ეთნიკურობა? სერგო ორჯონიკიძე იყო ეთნიკური ქართველი, დაწყევლილ იქნას მისი მოდგმა. ბორჩალოელი, აზერბაიჯანელი კაცი, ამაზე ერთგული კაცი არ ჰყოლია ერეკლე მეფეს – ესაა ქართველობა, თვითშეგნებაა ქართველობა, გააზრება არის ქართელობა. უცხო ცუდი არ არის, ოღონდ უნდა ავარჩიოთ. ჩვენ ხალხს ჰქონდა ასეთი თვისება, ირჩევდა იმას, რაც მას უნდოდა, რაც არ უნდოდა, იმისგან არაფერს ტოვებდა. 4 საუკუნე ისხდნენ თბილისში არაბები, პწკარი არ არის დარჩენილი, იმიტომ რომ არ უნდოდათ ქართველებს ეს.
მაგალითი გინდათ? აგერ არის იაპონია, ბრწყინვალე ქვეყანა – ამომავალი მზის ქვეყანა, იაპონიაზე ძლიერი ქვეყანა რომელია? იაპონელებზე უფრო მაგარი ნაციონალისტები ვინ არიან დედამიწის ზურგზე. მეი ძი – იმპერატორი იყო ასეთი, როცა ნახა დასავლური კულტურა, თქვა – ასეთი მინდა, და გახადა კიმონოები და ჩააცვა ფრაკები და კოსტუმები და ერთ თაობაში რუსებს კბილები დააყრევინეს. კოსტუმი რომ აცვია, შიგნით იაპონელია, სამურაია შიგნით დღესაც და არაფერი შეცვლილა. აი, ეს სხვაობაა ჩვენ შორის. მცდარია თქვენი პროპაგანდა, თქვენ მოუწოდებთ ქვეყანას გახდეს კუნძული სანტინელა. რასაც ახლა ჩვენ ქართულად ვთლით, თავის დროზე შემოსულია ყველაფერი, იმპორტირებულია ყველაფერი.
ქართველმა ხალხმა, დიდებულმა ქართველმა ხალხმა, ახლა გარეთ რომ არის, აირჩია ევროპის გავლენა, ნებაყოფლობით და უარს ამბობს ურდოს გავლენაზე. ასეთი ლეგენდაა, ქართველები რომ დადიოდნენ ირანში, იქ ასეთი ჩიტი იყო, რომელიც ამბობდა: – ნუ გათათრდები, ნუ გათათრდები. ახლა ასეა – ნუ გარუსდები, ნუ გარუსდები. არ არის ეს ჩვენთვის მისაღები, ურდოა ისა. კანონი გვინდა – კანონის უზენაესობა? – კანონი ლათონურიდან მივიღეთ, ყველაფერი იქედანაა, მერე იმას ქართულად ვხარშავთ. ვეფხისტყაოპსანზე მეტი ევროპა რა გინდათ, ხალხო? არადა, კაცი ამბობს, სპარსული ამბავიაო. ებრაელებს აქვთ, 13 წლის ასაკში ბავშვი როცა ხდება მამაკაცი – რითი განსხვავდება ბავშვი ზრდასრულისგან? ბავშვი არ აგებს არაფერზე პასუხს, მარა ბარნიცვას მერე ყველაფერზე აგებს პასუხს ღმერთთანაც და ადამიანთანაც და მთელი ცხოვრება ებრაელი ბავშვები ბარნიცისთვის ემზადებიან. აი, ახლა, ჩვენ პოლიტიკური ბარბიცვა გველოდება, ყველას, ამის შემდეგ, ჩვენ ვაგებთ კარგზეც და ცუდზეც პასუხს. ებრალეები გონიერი ხალხია, მათ აქვთ ნათქვამი, უფალო მომეცი უნარი გავარჩიო შავი და თეთრი, ავი და კარგი, გისურვებთ ამას, ჩემო კოლეგებო, დაფიქრდით დიდება საქართველოს!