ერთ წელში საგარეო ვალი $250 მილიონით გაიზარდა – ვისი ვალი აქვს საქართველოს?
2025 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო სახელმწიფო ვალი 8.96 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 250 მილიონი დოლარით მეტია. ვალის ნაშთის ზრდის მთავარი ფაქტორი დაკავშირებულია კურსის ცვლილებასთან, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს.
ქვეყანას ყველაზე დიდი ვალი აზიის განვითარების ბანკისგან აქვს, რადგან ADB წარმოადგენს უმსხვილეს დონორს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი 2.17 მილიარდი დოლარის ვალით, მესამეზე კი ევროპის საინვესტიციო ბანკი 1.1 მილიარდი დოლარით.
