ერთ წელიწადში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა – CMIS

კვლევითი ორგანიზაცია „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ (CMIS) აცხადებს, რომ 2024 წლის მაისიდან დღემდე, 2025 წლის 2 მაისამდე, საქართველოში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა.
მათ შორისაა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობა და მისდამი სისხლისსამართლებრივი დევნა სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით.
ორგანიზაცია „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ სამი მაისისათვის, – მსოფლიო პრესის თავისუფლების დღისათვის, – გამოქვეყნებულ ცნობებში წერს, რომ მათი ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოავლინეს ინციდენტები, რომლებიც მოიცავს:
· ფიზიკურ ანგარიშსწორებას
· უკანონო დაკავებას
· გადაღების აკრძალვას
· საჯარო დაწესებულების შენობაში არშეშვებას
· ჯარიმას
· სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
აღრიცხული შემთხვევებიდან, როგორც ორგანიზაცია წერს,
· ოქტომბრის საპარლამენტო ს დღეს მოხდა 67 ინციდენტი;
· 28 ნოემბრიდან პროევროპული პროტესტის პერიოდში – 169 ინციდენტი.
რაც შეეხება უშუალოდ ფიზიკურ ძალადობას – ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, – წერს ორგანიზაცია, – და აქედან:
· ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 10 ინციდენტი;
· პროევროპული პროტესტის დღიდან – 85 ინციდენტი.
ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს, აქედან:
· ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 46 ინციდენტი;
· პროევროპული პროტესტის დღიდან – 22 ინციდენტი.
ამასთან, CMIS-ის თანახმადვე, ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი, რომელთაგან ერთი – მზია ამაღლობელი – დღემდე პატიმრობაშია.
· „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი თითქმის ოთხი თვეა პატიმრობაშია.
· ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, – რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
· პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
· ამაღლობელის პატიმრობას ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნების უმეტესობის მთავრობები, საერთაშორისო უფლებადაცვითი და პრესის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, – ისევე, როგორც საქართველოში არსებული მრავალფეროვანი პროდემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები, – პოლიტიკურად მოტივირებულად და უკანონოდ მიიჩნევენ.
მზია ამაღლობელის სახელით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საჩივარში საუბარია ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაზე.
ამასთან, ქვეყანაში ბოლო ერთ წელიწადში – ს „ქართული ოცნების“ მმართველობის მე-13 წელს, – მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესების ფონზე, მსოფლიო მედიის ინდექსში, რომელიც ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ” გამოაქვეყნა, საქართველო, 103-დან 114-ე ადგილზე ჩამოვარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ

შალვა პაპუაშვილი – ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ ევროპულ საზოგადოებას – ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან