ერთ წელიწადში კერძო სამედიცინო დაზღვევის მქონე ადამიანების რაოდენობა მხოლოდ 24 470-ით გაიზარდა

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 9 თვის მონაცემების მიხედვით, კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 20% სარგებლობს.
2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში 750 180 მოქმედი პოლისია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 725 710 იყო.
ტრადიციულად, დაზღვევის სახეობების მიხედვით მოზიდული პრემია ყველაზე მაღალი სწორედ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის მიმართულებითაა და 9 თვის მონაცემებით, 428.1 მილიონ ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, 2024 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 983 მილიონი ლარი. ინფორმაციას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური აქვეყნებს.
ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 243 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 115 მილიონი ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 532 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 451 მილიონ ლარს.