ერთ ებრაელ ტურისტს ქვეყნისთვის იმაზე მეტი შემოსავალი მოაქვს, ვიდრე თურქს და რუსს ერთად – Galt and Taggart

Galt and Taggart -ის კვლევის თანახმად, 2024 წლის პირვლ კვარტალში საქართველომ 254 ათასზე მეტ თურქ ტურისტს უმასპინძლა და 117 მილიონის შემოსავალი მიიღო. თურექთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ პანდემიამდელ მაჩვენებელს ოთხი წლის განმავლობაში პირველად გადააჭარბა. 2019 წელს Galt and Taggart -ის მონაცემებით, საქართველოში 201 ათასი თურქი ტურისტი იმყოფებოდა. მეორე ადგილზე გადაინაცვლა რუსეთმა, თუ გასული წლის პირველ კვარტალში საქართველოს 257 ათასამდე რუსი ტურისტი ესტუმრა, წელს მათი რაოდენობა 215 ათასამდეა შემცირებული(-16,1%). მესამე ადგილზე არიან ტურისტები ევროკავშირის ქვეყნებიდან, ხოლო მეოთხე და მეხუთე ადგილს შესაბამისად, და აზერბაიჯანი იკავებენ.
Galt & Taggart-ის კვლევიდან ირკვევა ისიც, რომ საშუალოდ 1 ებრაელი ტურისტის შემოსვლას ქვეყნისთვის იმაზე მეტი შემოსავალი მოაქვს, ვიდრე თურქ და რუს ტურისტს ერთად.
1 ტურისტისგან მიღებული შემოსავლები ასეთია:
· რუსი – 794,99 დოლარი;
· თურქი – 460,21 დოლარი;
· ებრაელი – 1398,79 დოლარი;
· აზერბაიჯანელი – 779,15 დოლარი;
ცნობისთვის, საქართველომ 2024 წლის პირველ კვარტალში, ისლრაელიდან 46 789 ტურისტს უმასპინძლა და შემოსავლის სახით 65,448 მლნ მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ