„ერთობის მარშის“ მონაწილეებმა შსს-სთან გადაინაცვლეს

მოქალაქეებმა, რომლებიც ისნის მეტროსადგურთან იყვნენ შეკრებილები, „ერთობის მარშით” კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს.
შეკრებილები აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას და “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლებიდან გადადგომას ითხოვენ.
საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებს თან აქვთ ბანერები, რომლებზე მათი შვილები არიან გამოსახულები.
გარდა ამისა, მარშის დროს მანიფესტანტები სკანდირებდნენ: “ცეცხლი ოლიგარქიას”, “თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”.
ასევე, აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების სახელი და გვარები მსვლელობის დროს რამდენჯერმე გაჟღერეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…