“კრაბ კოფის” ერთ-ერთი დამფუძნებელი “ტვ პირველთან” საუბარში აცხადებს:
“ჩვენს სახლთან მოხდა ეს ამბავი და თავს დაგვესხა ერთი ადამიანი. დანარჩენები გვიყურებდნენ თავიდან და ყვირილი რომ დავიწყე, ამ მომენტში მოვიდნენ და ვითომ გაიყვანეს თუ რა ქნეს ვერ მივხვდი. ერთი ადამიანი დაგვესხა თავს, გინება დაიწყო ჩვენი მისამართით და ჩვენ ვკითხეთ, რა ხდება, ვის აგინებო. დაახლოებით 10 მეტრში ვიდექით და შორიდან დაიწყო გინება და შორიდან მივედით – რა ხდებაო. ჯერ ქრისტი მივიდა ახლოს და ის გამოიქცა, ახტა და ფეხებით მიარტყა მუცელში. მე რომ დავინახე, რომ ურტყამდა – მივედი, მაგრამ ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი. ერთი ხელი მომკიდა და მეორე ხელით 4-5-ჯერ, არ ვიცი რამდენჯერ ჩამარტყა ცხვირში. ცუდად მახსოვს, იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ ვერ დავიჯერე რა მოხდა. დავიწყე ყვირილი და ამაზე მოვიდა ხალხი. ცხვირი მაქვს გატეხილი და 3-ზე მივდივარ ოპერაციაზე. პირველად დავინახე, ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, უბრალოდ ძალიან აგრესიული იყო”.
შსს-ში კი აცხადებენ:
“თბილისში, ერთ-ერთ უბანში, “კრაბ კოფის” თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა… ერთი პირი დაკავებულია, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.”
