ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“ზაზა შათირიშვილი:
“ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლებას უსაფუძვლოდ უთხრა უარი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნაზე, რასაც წინ უსწრებდა “დიპ სტეიტის” მიერ სხვა აგენტების მფარველობა.”
ერთი წამით, ზაზუშ, ერთი წამით, ჩემი ძმა..დღესაა დიპ სტეიტის აგენტ ბაჩიაშვილის პროცესი. ახლა მაგას რომ გაწერინებს ან შენი სახელით აქვეყნებს ბიძინა, მანამდე ოხანაშვილს რომ დააწერინა, წითელი ცირკულარით ძებნილი იყო ბაჩიაშვილიო და ტყუილი აღმოჩნდა, ეს ყველაფერი რანაირად შევუთავსოთ ერთმანეთს ? რამე სხვა წითელ ცირკულარს გულისხმობდა დარ ადალის გამოზრდილი ოხანაშვილი თუ რაშია საქმე, გამაგებინეთ ერთი, რა ბარდაგია მანდ.”ცნობისთვის, სუსი ოფიციალურ განცხადებაში, ბაჩიაშვილს “წითელი ცირკულარით ძებნილს და მსჯავრდებულს” უწოდებს.