ერთი მატჩი ორ სხვადასხვა მოედანზე – საქართველოს ქალთა ნაკრებმა საოცარი თამაში შემოატრიალა!

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
საქართველოს ქალთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგი 4:2 დაამარცხა.
სტუმრები პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდნენ, 44-ე წუთზე კი სტადიონზე განათება გამოირთო და ორივე გუნდის შეთანხმებით თამაში სათადარიგო მოედანზე გაგრძელდა. მეორე ტაიმში ანტმანის შეგირდები გააქტიურდნენ, 67-ე წუთზე ბაქრაძემ ანგარიში შეამცირა, 79-ე წუთზე ჭყონიამ გაათანაბრა, 85-ეზე პასიკაშვილმა ჩვენი გუნდი დააწინაურა, ხოლო კომპენსირებულ დროში მეტოქის კარი დანელიამაც დალაშქრა.
საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორე ჯგუფში 5 ქულით მეორე ადგილზეა და 5 დეკემბერს გასვლაზე ლიდერ თურქეთს
დაუპირისპირდება.
საქართველო – ლუქსემბურგი 4:2
გოლები: 0:1 მაჩადო (19), 0:2 ტომპსონი (26), 1:2 ბაქრაძე (67), ჭყონია (79), პასიკაშვილი (85), 4:2 დანელია (90+7)
საქართველო: გაბუნია, გასვიანი, ტატუაშვილი, ქადაგიშვილი, კალანდაძე, პასიკაშვილი, დანელია, მატვეევა (ბუხრიკიძე 71), ბაქრაძე, ამბალია (ბებია 46), ჭყონია (ბოლქვაძე 83)
ადრეც დავწერე და ეხლაც ვიტყვი ძალიან კარგი მწვრთნელი მოუყვანეს ნაკრებს, ამ ქალბატონის ხელში სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს ნაკრები. გილოცავთ სულით და გულით , მჯერავს ის დროც მალე მოვა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებთ