,, ერთი კითხვა დარჩა” –

ანალიტიკოსი :
,,როდესაც ხელისუფლება შეზღუდვებს ამართლებს იმით, რომ ასე “იბრუნებს ქვეყანას”, აქ “ქვეყნის დაბრუნებაში”-ში იგულისხმება საბჭოთა კავშირში, ანუ რუსეთის იმპერიაში დაბრუნება, რადგან მათ ყველა ქმედებას, საკანონმდებლო, თუ ადმინისტრაციულ ცვლილებას უპირობოდ ამ მიმართულებით მივყავართ.
1990 წელს ვილნიუსში კონფერენციაზე ერთმა მაშინდელმა ცნობილმა დისიდენტმა – სერგეი გრიგორიანცმა მითხრა, რომ ახლა იწყება საბჭოთა კავშირის ტრანსფორმაციის პროცესი, რომლის შედეგადაც ბევრად უფრო საზარელ ურჩხულს მივიღებთ, ვიდრე დღეს არისო.
მისი ეს ნათქვამი დიდწილად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.
ერთი კითხვა დარჩა – საქართველო ამ დიდი ბოროტების ნაწილი გახდება, თუ მოვახერხებთ მის გამოგლეჯვას შიდა თუ გარე მტრების ხელიდან?“

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია