ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული -შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოყვა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის თქმით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ერთი ადამიანია დაღუპული, ხოლო ერთი კლინიკაში გადაიყვანეს.
“შეტყობინებისთანავე ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური, შესაბამისი პოლიციური ძალები. გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით. ამ ეტაპზე რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია გარდაცვლილი”, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა